среда, 14 июля 2010 г.

მწვანე ეზო

პროექტის მოკლე აღწერა:ქ.წყალტუბოს N4 საჯარო სკოლას აქვს ძალიან დიდი ეზო. მცენარეული საფარი კი საჭიროებს განახლებას.
პროექტის სრული აღწერა: სკოლის ისტორია 56 წელს ითვლის. ათეული წლების
მანძილზე სკოლის ეზოს ალამაზებდა საკმაოდ ასაკოვანი ,ხშირი მცენარეული საფარი. დღეს, მწვანე საფარს ძველი ხიბლი აღარ აქვს და საჭიროებს განახლებას. გამოთავისუფლებულ ადგილებზე საჭიროა ახალი ხეების დარგვა, რათა ისევ იშრიალოს N4 საჯარო სკოლის "პატარა ტყემ".

პროექტის მიზნის მისაღწევად საჭიროა რამდენიმე ამოცანის გადაჭრა: ახალგაზრდა ხის ნერგების მოძიება – სასურველია ცაცხვი, მუხა, წიფელი, რცხილა, ნაყოფის მომცემი ხის ჯიშები. ამ სამუშაოს მოსწავლეთა ერთი ჯგუფი შეასრულებს ფასილიკატორის დახმარებით. მოსწავლეთა სხვა ჯგუფები სკოლის ეზოში წინასწარ გააკეთებენ ორმოებს და მოამზადებენ ხეების დასარგავად.

მოსწავლეთა ასაკი:13–14 წელი.
ვადები და ხანგრძლივობა:პროექტის შესრულების ვადაა 2010 წლის ნოემბერი.

პროექტის აქტივობები: კონფერენცია თემაზე "დედამიწის მწვანე სამოსი", ინტერნეტი.
პროექტის წარმატებით განხორციელება გამოიწვევს ცოცხალ სამყაროზე ზრუნვის სურვილის გაღვივებას. პასუხისმგებლობას ბუნების დაცვაზე.

სარგებელი სხვებისათვის: გალამაზდება სკოლის შემოგარენი. ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება დაისვენოს.

სამუშაო ენა: ქართული.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ეს პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს ბუნების დაცვის საკითხების უკეთ გააზრებაში. ეკოლოგიური პრობლემებისადმი ხედვის ჩამოყალიბებაში.
ფასილიკატორის ელ –ფოსტა:megi.zibzibadze71@gmail.com